Silk კლუბი - “სილქნეტის” ლოიალურობის პროგრამა

„სილქნეტის“ ლოიალურობის პროგრამა - Silk კლუბი (შემდგომში: „Silk კლუბი“) განკუთვნილია „სილქნეტის“ იმ ფიზიკური პირი აბონენტებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან „სილქნეტის“ აბონენტთა თვითმომსახურების პორტალზე - mysilknet.com.

Silk ქულების დაგროვება

„Silk  კლუბი“ გაძლევთ საშუალებას დააგროვოთ ბონუს ქულები (შემდგომში: „Silk ქულები“), რომლებითაც შესაძლებელია გაიაქტიუროთ „სილქნეტის“ აბონენტთა თვითმომსახურების პორტალზე - mysilknet.com  მოცემული „Silk  კლუბის“ სპეციალური შეთავაზებები.

აბონენტის/აბონენტების მიერ „Silk  ქულების“ დაგროვება ხდება შემდეგნაირად:

  1. თვითმომსახურების პორტალზე - mysilknet.com დარეგისტრირებული ყველა აბონენტი ავტომატურად, ერთჯერადად მიიღებს 1000 (ერთი ათასი) „Silk ქულას“;

  2. თვეში ერთხელ, „სილქნეტის“ მომსახურებების/პროდუქტების ღირებულების გადახდისას. ამასთან, მომსახურების ღირებულების შემდგომი (Post Pay) გადახდისას  „Silk ქულები“ დაირიცხება გადახდის ბოლო თარიღის მომდევნო დღეს, ხოლო საავანსო გადახდის (Pre Pay)  შემთხვევაში -  ყოველი თვის 11 (თერთმეტი) რიცხვში

    „სილქნეტის“ მომსახურებების/პროდუქტების ღირებულების გადახდისას, დაგროვილი (დარიცხული) „Silk ქულების“ ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

    • თუ აბონენტი „სილქნეტის“ მომსახურებებით/პროდუქტებით სარგებლობს 12 (თორმეტი) თვის ჩათვლით, მას (აბონენტი) დაერიცხება გადახდილი ღირებულების 5%-ის ექვივალენტი “Silk ქულა”, რაც   ყოველ გადახდილ 1 (ერთი) ლარზე, შეადგენს 10 (ათი) Silk ქულას;

    • თუ აბონენტი „სილქნეტის“ მომსახურებებით/პროდუქტებით სარგებლობს 24 (ოცდაოთხი) თვის ჩათვლით, მას (აბონენტი) დაერიცხება გადახდილი ღირებულების 6%-ის ექვივალენტი “Silk ქულა”, რაც   ყოველ გადახდილ 1 (ერთი) ლარზე, შეადგენს 12 (თორმეტი) Silk ქულას;

    • თუ აბონენტი „სილქნეტის“ მომსახურებებით/პროდუქტებით სარგებლობს 24 (ოცდაოთხი) თვეზე მეტი პერიოდით, მას (აბონენტი) დაერიცხება გადახდილი ღირებულების 7%-ის ექვივალენტი “Silk ქულა”, რაც   ყოველ გადახდილ 1 (ერთი) ლარზე, შეადგენს 14 (თოთხმეტი) Silk ქულას.

 

„სილქნეტის“ მომსახურებ(ებ)ის/პროდუქტების  სააბონენტო ანგარიშზე, აბონენტის მიერ სხვა მომსახურებ(ებ)ის/პროდუქტების დამატებისას, აბონენტი ერთჯერადად, საჩუქრად მიიღებს  „Silk ქულებს“.  “Silk ქულების” ოდენობა განისაზღვრება დამატებული მომსახურებ(ებ)ის/პროდუქტების შესაბამისად, ინტერნეტ და Silk TV სერვისების ჩართვისას განისაზღვრება 800 Silk ქულა, ხოლო ყველა სხვა სერვისის დამატებისას 400 Silk ქულა.

დამატებული მომსახურების/პროდუქტების (გარდა Silk UP და Silk TV GO) გაუქმების და შემდეგ ხელახალი რეგისტრაციის (დამატების) შემთხვევაში, ერთჯერადი სასაჩუქრე „Silk ქულების“ დარიცხვა (მიღება) განხორციელდება რეგისტრაციის (დამატების) ყოველ ჯერზე, მიუხედავად ამავე მომსახურებების/პროდუქტების გაუქმების/დამატების რაოდენობისა.  

Silk UP და Silk TV GO მომსახურებებზე ერთჯერადი „Silk ქულების“ დარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურებები რეგისტრირდება (პირველადი რეგისტრაცია) წინამდებარე პირობების ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული მომსახურებ(ებ)ის გაუქმების და შემდეგ ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, აღარ განხორციელდება ერთჯერადი „Silk ქულების“ დარიცხვა.

„Silk ქულების“ დაგროვება არ ხდება აბონენტის მიერ მომსახურების ინსტალაციის ან/და მოწყობილობის ინსტალაციიის/რეალიზაციის ღირებულების გადახდისას. გარდა ამისა, „Silk ქულები“ არ გროვდება მომსახურების გადაყიდვის ღირებულების გადახდისას და იმ მომსახურებების ღირებულების დაფარვისას, რომელიც აბონენტს არ მიეწოდება უშუალოდ „სილქნეტისგან“, მათ შორის:

  • 112 მომსახურება;
  • ფულის ამოღება.


დაგროვებული (დარიცხული) „Silk ქულების“ გამოყენება

“Silk ქულების” დარიცხვა ხდება აბონენტის პირად ნომერზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი აბონენტის სახელზე (პირად ნომერზე) ფიქსირდება „სილქნეტის“ მომსახურებ(ებ)ის/პროდუქტების რამდენიმე სააბონენტო ანგარიში, “Silk ქულების” გამოყენება შესაძლებელი იქნება აბონენტის პირად ნომერზე დარეგისტრირებულ ყველა სააბონენტო ანგარიშზე, შესაბამისი მომსახურების/პროდუქტის აქტივაციისას.

დაგროვებული (დარიცხული) „Silk ქულების“ გამოყენება შესაძლებელია აბონენტის სურვილის შესაბამისად, კერძოდ: აბონენტს აქვს შესაძლებლობა „Silk კლუბის“ ფარგლებში შეთავაზებული მომსახურებ(ებ)იდან შეარჩიოს და გაიაქტიუროს მისთვის სასურველი მომსახურება.

„Silk ქულების“ გამოყენებისას, შესაბამის სააბონენტო ანგარიშზე არსებული მომსახურებ(ებ)ი (მომსახურებ(ებ)ი, რომელზეც უნდა განხორციელდეს „Silk კლუბის“  ფარგლებში შეთავაზებული პროდუქტის/დამატებითი მომსახურების აქტივაცია), უნდა იყოს აქტიური (ორმხრივად ჩართული).

დაგროვებული „Silk ქულების“ გამოყენება არ არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ის მომსახურებები/პროდუქტები რომელზეც უნდა განხორციელდეს „Silk კლუბის“ ფარგლებში შეთავაზებული  მომსახურების/პროდუქტების აქტივაცია, არის დროებით შეჩერებული ან დავალიანების გადაუხდელობის გამო შეზღუდული.

თუ აბონენტს „Silk კლუბის“ ფარგლებში შეთავაზებული  მომსახურება/პროდუქტი უკვე გააქტიურებული აქვს რომელიმე აქციის ფარგლებში, ასეთ მომსახურებაზე/პროდუქტზე არ გავრცელდება „Silk კლუბის“ შეთავაზებები.   

„Silk კლუბის“ ფარგლებში შეთავაზებული  მომსახურებების/პროდუქტების აქტივაციისას, განხორციელდება  აღნიშნული მომსახურებების/პროდუქტების აქტივაციის ღირებულების შესაბამისი “Silk ქულების”  ჩამოჭრა აბონენტის  ანგარიშიდან (აბონენტის „Silk კლუბის“ ანგარიში).  „Silk ქულების“ ჩამოჭრა განხორციელდება ერთჯერადად, შეთავაზებული  მომსახურებების/პროდუქტების აქტივაციის თანავე.

სხვა პირობები

„Silk კლუბის“ ფარგლებში “Silk  ქულების“ დაგროვებისას, არ იზღუდება მომსახურებ(ებ)ი/პროდუქტების დროებით შეჩერების შესაძლებლობა. აბონენტის პირად ნომერზე არსებული მომსახურე(ბე)ბის/პროდუქტების დროებით შეჩერების შემთხვევაში, დაგროვილი Silk  ქულები არ უქმდება.

„სილქ კლუბის“ ფარგლებში გააქტიურებული დამატებითი მომსახურებების/პროდუქტების მოქმედების ვადა (შემდგომში: „ვადა“) განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით*. „ვადის“ ათვლა ხორციელდება ამავე დამატებითი მომსახურებების/პროდუქტების გააქტიურების დღიდან. „აბონენტის“ მიერ „ვადის“ ამოწურვამდე დამატებითი მომსახურების/პროდუქტის გაუქმების შემთხვევაში, გამოუყენებული დღეების შესაბამისი „Silk ქულების“ აბონენტისთვის დაბრუნება არ მოხდება.

*დამატებითი მომსახურებების/პროდუქტების აქტივაციისას, აბონენტს შეუძლია მონიშნოს (აირჩიოს) შეთავაზება (ოფცია) „ვადის“ ამოწურვის შემდეგ ამავე მომსახურებებით/პროდუქტებით სარგებლობის ავტომატური გაგრძელების შესახებ.  ამ შემთხვევაში, Silk კლუბის შეთავაზების „ვადის“ ამოწურვის შემდგომ პერიოდში, „აბონენტი“ შეძლებს აღნიშნული მომსახურებებით/პროდუქტებით სარგებლობას ამავე პერიოდისათვის მოქმედი სტანდარტული ტარიფებით და პირობებით.   

მომსახურებ(ებ)ის/პროდუქტების მიწოდების მისამართის ან ტექნოლოგიის ცვლილებისას, აბონენტის პირად ნომერზე (აბონენტის “Silk კლუბის” ანგარიში) დარიცხული Silk ქულები არ გაუქმდება. აღნიშნული “Silk ქულების” გამოყენება შესაძლებელი იქნება  ახალ მისამართზე/ტექნოლოგიაზე არსებულ მომსახურებ(ებ)ზე/პროდუქტებზე.

დაგროვებული (დარიცხული)  “Silk  ქულების“ გამოყენება (“Silk  ქულებით“ სარგებლობა) შესაძლებელია იქამდე, სანამ აბონენტის პირად ნომერზე რეგისტრირებული ერთი სააბონენტო ანგარიში მაინც არის აქტიური (აბონენტი სარგებლობს სილქნეტის ერთ-ერთი მომსახურებით/პროდუქტით მაინც). იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მომსახურების ხელშეკრულების/ხელშეკრულებების შეწყვეტა („სილქნეტის“ ყველა მომსახურების/პროდუქტის გაუქმება), დარიცხული  „Silk  ქულები“ უქმდება. აბონენტის მიერ „სილქნეტის“ მომსახურების/პროდუქტების ხელახლა შეძენისას, არ განხორციელებდა გაუქმებული “Silk  ქულების“ აღდგენა.  

დაგროვებული „Silk ქულების“ სხვა პირზე გადაცემა (მათ შორის - მომსახურებ(ებ)ების სხვა პირზე გადაფორმებისას) არ ხდება (ასეთ შემთხვევებში, დაგროვებული „Silk ქულები“ უქმდება). ასევე,  დაგროვებული „Silk ქულების“ სანაცვლოდ, არ ხდება თანხის გაცემა.