“პორტალზე” დარეგისტრირებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ “სილქნეტის” აბონენტთა მონაცემთა ბაზაში (შემდგომში: “ბაზა”) დაფიქსირებული თქვენი პირადი ნომერი (შემდგომში: ‘’პირადი ნომერი’’) მობილური ტელეფონის ნომერი (შემდგომში: “ტელეფონის ნომერი”). აღნიშნულის გადამოწმება, შეგიძლიათ “სილქნეტის” შემდეგ ცხელ ხაზზე: 2100100 დარეკვით.
2.1 თქვენი (აბონენტი) “ტელეფონის ნომრის” მნიშვნელობა.
“ბაზაში” დაფიქსირებული თქვენი “ტელეფონის ნომრის’’ საშუალებით, ‘’სილქნეტისაგან’’ მიიღებთ პინ კოდს (შემდგომში: ‘’პინ კოდი’’), რომელიც აუცილებელია ‘’პორტალზე’’ რეგისტრაციისათვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, “სილქნეტის” “ბაზაში” დაფიქსირებულ “ტელეფონის ნომერზე” სმს–ით ‘’პინ კოდის’’ გაგზავნა, ჩაითვლება აღნიშნული ინფორმაციის (‘’პინ კოდი’’) თქვენთვის (აბონენტი) გაგზავნად (ითვლება, რომ პინ კოდის ადრესატი ხართ თქვენ) და შესაბამისად, “სილქნეტი” პასუხს არ აგებს სხვადასხვა შედეგებზე იმ შემთხვევებში, როდესაც:
ასევე, “სილქნეტი” პასუხს არ აგებს სხვადასხვა შედეგებზე იმ შემთხვევებში, როდესაც ‘’პინ კოდის’’ თქვენთვის გაგზავნა არ მოხდა ან/და დაგვიანებით მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც:
2.2 თქვენი (აბონენტი) “პირადი ნომრის” მნიშვნელობა
‘’პორტალზე’’ რეგისტრაციისას შესაბამის ველში თქვენი ‘’პირადი ნომრის’’ შეყვანისას, პროგრამა ავტომატურად მოძებნის ‘’ბაზაში’’ დაფიქსირებულ თქვენს პირად ნომერს და თქვენს ‘’ტელეფონის ნომერს’’, რომელზეც ავტომატურად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აგზავნის ‘’პინ კოდს’’.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ, “სილქნეტის” ცხელ ხაზზე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ “სილქნეტის” “ბაზაში”:
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ “სილქნეტის” სერვის–ცენტრს (თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი) და დააფიქსიროთ თქვენი “ტელეფონის ნომერი” რომლითაც ამჟამად სარგებლობთ ან/და სწორი “პირადი ნომერი”.
2.3 „სილქნეტის“ ‘’ვებ გვერდზე’’ რეგისტრაციისას ან/და თქვენი პირადი ანგარიშის საშუალებით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისას „ჩვენ“ შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი პესონალური ინფორმაციის გამჟღავნება. თქვენ პასუხს აგებთ გამჟღავნებული ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტეზე და დროულ განახლებაზე.
„სილქნეტი“ პასუხს არ აგებს თქვენს მიერ არასრული ან/და არაზუსტი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენის შედეგებზე.
„სილქნეტის“ გვერდზე www.silknet.com (შემდგომში: „ვებ გვერდი“) თქვენი პირადი ანგარიშიდან ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პირობებს (შემდგომში: „პირობები“). „პირობებზე“ დათანხმება (ღილაკზე: „თანახმა ვარ“ დაჭერა), ნიშნავს, რომ თქვენ (აბონენტი) გაეცანით, უპირობოდ ეთანხმებით და იღებთ ვალდებულებას შეასრულოთ „პირობები“.
2.4 ‘’პორტალზე’’ ‘’თქვენ’’ დაინახავთ თქვენსავე პირად ნომერზე მიბმულ ყველა მომსახურებას (პროდუქტს), დამატებით მომსახურებას შესაბამის პაკეტებთან და მიმდინარე სტატუსებთან ერთად.
‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მოახდინოთ დამატებითი მომსახურების/მომსახურებების აქტივაცია ან/და დეაქტივაცია შესაბამისი ღილაკების გააქტიურებით.
2.5 ‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებელია მომსახურების პაკეტის/პაკეტების ცვლილება, გარდა დსლ ინტერნეტისა და დსლ სამმაგი და ოთხმაგი შეთავზებისა.
2.6 ‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებელია გასული 3 (სამი) თვის ამონაწერების ნახვა/დათვალაირება/MS EXCEL ან PDF ფორმატებში ჩამოტვირთვა. ამასთან, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გრაფიკული გამოსახულების სახით იხილოთ წინა ექვსი თვის გადახდების ისტორია.
‘’პორტალს’’ საშუალებით არ არის შესაძლებელი მიმდინარე თვის ამონაწერის ნახვა. ამასთან, ამონაწერის შენახვა დაიწყება ‘’თქვენი’’ (‘’აბონენტი’’) პორტალზე რეგისტრაციის დღიდან.
‘’პორტალზე’’ შესაძლებელობა გაქვთ გადაიხადოთ როგორც როგორც თქვენი, ასევე სხვა აბონენტის დავალიანებაც, ამავე აბონენტის ანგარიშის ნომრის და გადასახდელი თანხის მითითებით.
2.7 ‘’თქვენ’’ შესაძლებლობა გაქვთ ‘’პორტალიდან’’ გააგზავნოთ უფასო მოკლე ტექსტური შეტყობინებები (გარდა მულტიმედიური შეტყობინებებისა) მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგი პირობებით:
თუ 1 გაგზავნილი სმს სიდიდე გადააჭარბებს 160 სიმბოლოს, ამ შემთხვევაში სმს არ გაიყოფა ორად, მაგრამ ჩაითვლება, რომ გაგზავნილი იყო 2 ან 3 მოკლე ტექსტური შეტყობინება ერთდოულად. ‘’თქვენ’’ (‘’აბონენტი’’) დაინახავთ აკრეფილი სიმბოლოების რაოდენობას.
2.8 ‘’პორტლზე’’ არის Chat-ის ფუნქცია, რომლის მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ კითხვით მიმართავს ოპერატორს.
წინა ჩეთის ისტორია (მიმოწერა) არ იქნება ‘’თქვენთვის’’ (‘’აბონენტი’’) ხელმისაწვდომი.
3. ყოველგვარი ეჭვისა და ორაზროვნების გამოსარიცხად, ითვლება, რომ:
4. ზემოთ აღნიშნული „პირობები“ ვრცელდება ‘’ვებ გვერდზე’’ განთავსებულ ყველა პროდუქტზე (მათ შემადგენელ ნაწილებზე) და სერვისებზე, ასევე, თქვენი პირადი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე;
5. წინამდებარე „პირობები“ შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტის გარეშე. შეცვლილი პირობები ძალაში შედის ვერ გვერდზე www.my.silknet.com მენიუში „მომსახურების პირობები“ გამოქვეყნებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
6. ვინაიდან „სილქნეტის“ ონლაინ მომსახურების სისტემა შედგება მრავალი კომპონენტისგან და მისი გამართულად ფუნქციონირება არ არის მთლიანად დამოკიდებული „ჩვენზე“, „სილქნეტი“ პასუხს არ აგებს სისტემის ფუნქციონირების შეფერხებაზე/ შეჩერებაზე და თქვენს მიერ ონლაინ რეჟიმში განხორციელებული ოპერაციების წარუმატებლად დასრულებაზე.
7. „სილქნეტი“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტისა და შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი პირადი ანგარიში ან სერვისები/პროდუქტები თუ „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ:
8. „სილქნეტი“ ასევე, უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტისა და შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან/და გააუქმოს თქვენი ანგარიში/ სერვისები.
9. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებისგან და თქვენი პირადი ანგარიში მესამე პირების მიერ უკანონო შეღწევისგან. ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ანგარიშით სარგებლობს ის პირი, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ანგარიში (ითვლება, რომ თქვენი ანგარიშით სარგებლობის შემთხვევაში, ანგარიშით მოსარგებლე ხართ თქვენ), შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი ანგარიში ან თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირებისთვის, თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ „სილქნეტს“ ამის შესახებ
10. „სილქნეტის“ ვებ. გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი და სერვისი დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. პროდუქტის ან/და სერვისის შეძენა არ ნიშნავს აღნიშნულ პროდუქტზე და სერვისზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შეძენას. თქვენ პასუხისმგებელი ხართ პროდუქტების/სერვიების კანონისა და ‘’პირობების’’ დარღვევით გამოყენების შედეგად „სილქნეტისთვის“ და ყველა შესაბამისი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე.
11. არც ერთ შემთხვევაში, „სილქნეტი“ პასუხს არ აგებს:
12. შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით “სილქნეტის“ ცხელ ხაზზე: (+995 32 2100–000) ან მიმართეთ ვებ გვერდზე www.silknet.com ონლაინ დახმარების სერვისს.